ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

კარტოფილი სკინსი

გამომცხვარი კარტოფილი ყველით, არაჟნითა და ბეკონით, მომზადების წესი და ინგრედიენტები:

კვერცხი 2 ცალი;
არაჟანი 4 ს/კ;
ბეკონი 4 თხელი ფირფიტა;
შვეიცარული ყველი 100 გრ;
მწვანე ხახვი 4 ღერი;
სადილის მარილი 50 გრ;
ბულგარული წიწაკა (გემოვნებით);
ხახვი 1 მოზრდილი თავი;
რძე 4 ს/კ;
ნაღების კარაქი 25 გრ;
მარილი (სუფრის) გემოვნებით;
კარტოფილი 4 საშუალო თავი;
თავდაპირველად ღუმელი გავაცხელოთ 180 C ტემპერატურაზე.

გულდასმით გავასუფთავოთ კარტოფილი და გავამშრალოთ.

საშუალო ზომის საცხობ ფორმაზე მოვაბნიოთ ცოტაოდენი სადილის მარილი, დავალაგოთ მასზე კარტოფილები, მოვათავსოთ ღუმელში და ვაცხოთ 1 საათის განმვლობაში.

გამომგცხვარი ბოსტნეული გამოვიღოთ ღუმლიდან, გადავიტანოთ ლამბაქზე და დავაცადოთ, ვიდრე სულ გაგრილდება.

ღუმელი არ გამოვრთოთ.

სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ მცენარეული ზეთი, მოვათავსოთ მასზე ბეკონი, ვწვავთ 6 წუთის განმალობაში ორივე მხრიდან, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ მზადება კიდევ 4 წუთს, ამის შემდეგ ჩავაქროთ ცეცხლი და დავაცადოთ, ვიდრე "ტაფამწვარი" გაგრილდება.

ყოველ გაგრილებულ კარტოფილს ავათალოთ 1,5 სმ სისქის ზედაპირი და გადავდოთ ცალკე. შემდეგ კოვზით ფრთხილად ამოვაცალოთ გული და ცალკე ჭურჭელში მოვაგროვოთ, ვეცადოთ, კარტოფილის კიდეები არ დავაზიანოთ.

კარტოფილის გულებს დავასხათ რძე და გავთქვიფოთ, დავამატოთ ხახვი და ბეკონი, მწვანე ხახვი, და აღებული ყველის წილის ნახევარი, დახეხილ მდგომარეობაში. შევურიოთ კვერცხის გულები, არაჟანი, მოვაბნიოთ სუფრის მარილი გემოვნებით და კარგად მოვურიოთ.

ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ნელ-ნელა დავამატოთ კარტოფილისგან მომზადებულ მასას.

გამზადებული გულსართი გავანაწილოთ გამომცხვარ კარტოფილებში, მოვაბნიოთ დარჩენილი ყველი და შევალაგოთ ღუმელში 10 წუთით.

*აქ წარმოდგენილია კონკრეტული კერძის მომზადების ერთ-ერთი წესი მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგრედიენტებით. იგი შეიძლება ემთხვეოდეს რესტორნის რეცეპტს და შესაძლოა მცირედით ან რადიკალურად განსხვავდებოდეს მისგან. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად დავამატოთ ინფორმაცია მრავალფეროვანი რეცეპტების და კერძების ისტორიის შესახებ. თვალი ადევნეთ რესტორნების მუდმივად განახლებად მენიუებს.uploads/images/menu/kartopili.jpg4.80

ჩვენი კერძები

ჩვენი პარტნიორები