ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

პიცა პროშუტო ფუნგი

პიცა პროშუტო, მომზადების წესი და ინგრედიენტები:

ცომი:

ფქვილი 300 გრ;
საფუარი 15 გრ;
ზეითუნის ზეთ 1 ს/კ;
მარილი;
წყალი 120მლ;
ზედაპირი:

პომიდორი 250 გრ;
მოცარელა 150 გრ;
პროშუტო (ვიჩინა) 100 გრ;
ბაზილიკი (რამდენიმე ფურცელი);
ორეგანო;
მარილი;
მზარეულები შემთბარ, ანადუღარ წყალში ხსნიან მარილს, საფუარს და 10-15 წუთის განმავლობაში დგამენ თბილ გარემოში. როდესაც სითხე წამოფუვდება, მასში ურევენ ზეითუნის ზეთს, აზელენ ფქვილს ხის კოვზით მანამ, სანამ ერთიანი, თბილი კონსისტენციის მასას მიიღებენ.

დამუშავებულ ცომს 30-40 წუთის განმავლობაში აჩერებენ თბილ გარემოში, რომ ამოვიდეს, ხოლო პროცესში 2-3 ჯერ კიდევ ზელენ.

პროშუტო ეფუნგი რამდენიმე ეტაპად ცხვება:

1. გამზადებული ცომი ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე გაჰყავთ არაუმეტეს 6 მმ სისქის ფირფიტად, 1-2 წუთს დებენ 220-250 C ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

2. გადმოაქვთ ღუმლიდან, ზედაპირზე ანაწილებენ პომიდვრის სოუსს (ბლენდერში გათქვეფილ პომიდორს, ნიორსა და ბაზილიკს), ასხამენ ზეითუნის ზეთს, აბნევენ ორეგანოს და აცხობენ 5 წუთს.

3. მესამე ეტაპზე პიცას რთავენ დაჭრილი პომიდვრით, დახეხილი ან კუბებად დაჭრილი მოცარელათი, აბნევენ მარილს გემოვნებით და კვლავ დგამენ ღუმელში.

მოცარელა დნობას დაიწყებს თუ არა, პიცა მზადაა.

ღუმლიდან გამოღებისთანავე ზედაპირზე ანაწილებენ პროშუტოს ფირფიტებს, ხოლო პროშუტოზე ალაგებენ ბაზილიკის ფოთლებს.

*აქ წარმოდგენილია კონკრეტული კერძის მომზადების ერთ-ერთი წესი მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგრედიენტებით. იგი შეიძლება ემთხვეოდეს რესტორნის რეცეპტს და შესაძლოა მცირედით ან რადიკალურად განსხვავდებოდეს მისგან. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად დავამატოთ ინფორმაცია მრავალფეროვანი რეცეპტების და კერძების ისტორიის შესახებ. თვალი ადევნეთ რესტორნების მუდმივად განახლებად მენიუებს.uploads/images/menu/pica.jpg12.00

ჩვენი კერძები

ჩვენი პარტნიორები