ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

ქლაბ სენდვიჩი

ქლაბ სენდვიჩი, მომზადების წესი:

ინგრედიენტები:

პომიდორი 1/5 ცალი;
კიტრი 1/5 ცალი;
ბეკონი 2 ფირფიტა;
ვიჩინა 2 ნაჭერი;
კვერცხი 1 ცალი;
ყველი 2 ნაჭერი;
სალათის 2 ფურცელი;
მაიონეზი;
პური 3 ნაჭერი;

მზარეულები სენდვიჩს პურს ტოსტერში ბრაწავენ და ალაგებენ მიმდევრობით საჭირო ინგრედიენტებს: პურის ნაჭრებს ერთ მხარეს, რომელიც შიგნით უნდა მოექცეს უსვამენ მაიონეზს, ერთ-ერთზე ალაგებენ სალათის ფურცლებს, პომიდორს, ოდნავ დაბრაწულ ბეკონს და პურის ორივე მხრიდან მაიონეზწასმულ მეორე ნაჭერს, შემდეგ სალათის ფურცლებს, თხლად დაჭრილ კიტრს, ვიჩინას, ერბო-კვერცხს, ყველს და მესამე ნაჭერ პურს.

*აქ წარმოდგენილია კონკრეტული კერძის მომზადების ერთ-ერთი წესი მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგრედიენტებით. ის შეიძლება ემთხვეოდეს რესტორნის რეცეპტს და შესაძლოა მცირედით ან რადიკალურად განსხვავდებოდეს მისგან. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად დავამატოთ ინფორმაცია მრავალფეროვანი რეცეპტების და კერძების ისტორიის შესახებ. თვალი ადევნეთ რესტორნების მუდმივად განახლებად მენიუებს.uploads/images/menu/sendvich.jpg5.80

ჩვენი კერძები

ჩვენი პარტნიორები