ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

სალათი ცეზარიინგრედიენტები: ქათმის ფილე 4 ცალი, სალათის ფურცლები 800 გრ, ზეითუნის ზეთი 2 ს/კ, პიტნა 50 გრ, ლიმონი 1 ცალი, თეთრი პური 200 გრ, ნიორი 1კბილი, არაჟანი 100 გრ, თაფლი 30 გრ, პარმეზანი 30-50 გრ.

მარინადის ინგრედიენტები: წიწაკა ჩილი; თაფლი 1 ს/კ, ნიორი1 კბილი, შავი წიწაკა, მარილი, ზეითუნის ზეთი 3 ს/კ.

მზარეულები წიწაკა ჩილის, დაჭყლეტილ ნიორს, თაფლს, შავ, დაფქულ წიწაკას, მარილს და ზეითუნის ზეთს ურევენ ერთმანეთში; გრძლად სერავენ ქათმის ფილეს, უსვამენ აღნიშნულ ნაზავს და გრილზე წვავენ 20 წუთის განმავლობაში .

პურის ნაჭრებს ანაწევრებენ პატარა კუბებად, ურევენ დაჭყლეტილ ნიორს და ღუმელში უცხიმოდ ასუხარებენ.

სოუსს ამზადებენ შემდეგნაირად: ლიმნის წვენს, არაჟანს და ზეითუნის ზეთს ურევენ ერთმანეთში, ამატებენ ლიმნის ცედრას, დაჭრილ პიტნას, მარილსა და შავ წიწაკას.

ლამბაქზე ალაგებენ სალათის ფურცლებს, ზემოდან კი მიმდევრობით შებრაწულ ფილეს, ნივრიან სუხრებს აწყობენ, ასხამენ სოუსს და სურვილისამებრ აყრიან დახეხილ პარმეზანს.

*აქ წარმოდგენილია კონკრეტული კერძის მომზადების ერთ-ერთი წესი მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგრედიენტებით. ის შეიძლება ემთხვეოდეს რესტორნის რეცეპტს და შესაძლოა მცირედით ან რადიკალურად განსხვავდებოდეს მისგან. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურად დავამატოთ ინფორმაცია მრავალფეროვანი რეცეპტების და კერძების ისტორიის შესახებ. თვალი ადევნეთ რესტორნების მუდმივად განახლებად მენიუებს.uploads/images/menu/cezari.jpg8.80

ჩვენი კერძები

ჩვენი პარტნიორები