ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული კერძები.

ჩვენს შესახებ

GLG Catering Service არის პირველი ინდუსტრიული ქეითერინგის კოპანია საქართველოში.
GLG Catering Service -ში დასაქმებულნი არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიკატების მქონე შეფ მზარეულები და სხვა თანამშრომლები.
  კომპანიის მთავარი მისიაა მივაწოდოთ ქეითერინგული მომსახურება ჩვენს კლიენტებს საველე, საოფისე, სამშენებლო საიტზე თუ სხვა პირობებში. 
ჩვენს მიერ მიწოდებული ქეითერინგის სერვისი მოიცავს კვების, ტერიტორიებისა და საცხოვრებელი სივცის დალაგების და ასევე სარეცხის მენეჯმენტის სერვისებს.
  ჯი ელ ჯი ქეითერინგ სერვისს აქვს ღირებული გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებთან ზემოთ აღნიშნული სერვისების გაწევაში, განსაკუთრებით საველე პირობებში მომსახურებაში.

  ჩვენი კომპანია უწევს სრულ ქეითერინგულ მომსახურებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში (EUMM, Georgia) და
ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის კაფეტერიას  სადაც ჩვენ მომსახურეობას ვუწევთ დაახლოებით 800 ადამიანს ყოველდღიურად.
 
ასევე გვაქვს შესრულებული რამდენიმე პროექტი  „ბრიტიშ პეტროლიუმთან“ საველე მომსახურების პირობებში.
ჩვენი „ლანჩ დელივერი“  მომსახურებით სარგებლობენ სხვადასხვა ოფისები და ორგანიზაციები.

    GLG Catering Service -ს გააჩნია შემდეგი სტანდარტები:

კადრების შერჩევის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ხდება მხოლოდ კვალიფიციური კადრების შერჩევა და მათი ტრეინინგი კლიენტების უკეთესად მომსახურებისთვის.
პროდუქტების სელექციის შესყიდვის სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა საკვების საუკეთესო ინგრედიენტებით დამზადება.
სასაწყობე (სტოკ როტეიშენ) პროგრამა, რომელიც საქონლის სწორ ტვირთბრუნვას და მოხმარების ვადების კონტროლს უზრუნველყოფს.
სერვისისა და პროდუქტების ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი, მათი ტემპერატურული რეჟიმების დაცვა და სხვა უმნიშვნელოვანესი პროცედურების დაცვა საკვების უსაფრთხოების დარგში.

  ჯი ელ ჯი ქეითერინგ  სერვისისგან თქვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, დროულ და დახვეწილ მომსახურებას მიიღებთ.

ჩვენი კერძები

ჩვენი პარტნიორები